გამოძიება 20 ივნისის საქმეზე

მაკო გომურის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საუბარია 20 ივნისის საქმეზე. ადგილზე იმყოფებიან პროკურორი და გამომძიებლები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარებისთვის დაზარალებულების უშუალო ჩართულობით ხდება მაშინდელი მოვლენების სრული სურათის აღდგენა. რუსთაველის გამზირზე, საგამოძიებო ექსპერიმენტები დილიდან განახლდა.