გამოცემა The Hill-ის სტატია – შეფასებები 

15:17, 28.01.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა გამოცემა „ჰილსის“ სტატია, რომლის მიხედვითაც, ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„ჰილსი“ ერთ-ერთი კონგრესმენისთვის 19 იანვარს გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკანდროსის კომპანია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტირების განხორციელებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, მომდევნო ორი წლის ვადაში მოხდეს, „მეგობარი აქტი“ და სხვა მსგავსი კანონპროექტები კი ზიანს მიაყენებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული კანონპროექტიც და „მეგობარი აქტიც“ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა დასპონსორებული, რომელსაც მანამდეც გამოუთქვამს შეშფოთება ნიკანდროსთან დაკავშირებით.

სტატიაში მოყვანილია უილსონის პოზიციაც, რომელიც ჰილსის ინფორმაციით, მისგან წერილობით მიმდინარე კვირაში მიიღეს და სადაც უილსონი მეგობარ აქტს მოიხსენიებს როგორც აუცილებლობას სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ძალისხმევის გასაძლიერებლად.

მსგავსი