გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტ Football Weekly-ში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა განიხილეს. პოდკასტის წამყვანმა და მისმა სტუმრებმა საქართველოს მიღწევას გრანდიოზული, გზას კი, რომელიც საქართველომ გაიარა, ფანტასტიკური უწოდეს. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას ურჩიეს გამოცდილების გაზიარებისა და შესწავლისთვის ვინმეს საქართველოში გაგზავნა. „ქართველები ყველაფერს სწორად აკეთებენ, ირლანდიელები კი ყველაფერს არასწორად. საქართველო ევრო 2024-ზე მიდის, ხოლო ირლანდია – არა”- განაცხადა პოდკასტის ერთ-ერთმა მონაწილემ.