გამოცდების შედეგები – განათლების მინისტრის მილოცვა
განათლების მინისტრი აბიტურიენტებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა პირმა მოიპოვა. აქედან საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ხოლო კერძო სასწავლებლებში 1 619. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.