გამოცდების შედეგები – პრეზიდენტის მილოცვა

15:25, 25.08.2026

პრეზიდენტი აბიტურიენტებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს. „თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის. განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში,“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მსგავსი