გამოცდების შედეგები – პრემიერის მილოცვა
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის მონაცემები გამოქვეყნდა. პრემიერი სტუდენტებს ჩაბარებას ულოცავს. „გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი. განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ,“ – წერს ირაკლი კობახიძე.