გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

15:33, 19.08.2026

აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლისთვის განკუთვნილი ვადა ეწურებათ. ცვლილების შეტანა შესაძლებელია 20 აგვისტოს 18:00 საათამდე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ საგანმანათლებლო პროგრამები მათთვის სასურველი რაოდენობით აირჩიონ. მათ ყურადღება უნდა მიაქციონ, გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე.

მსგავსი