გამოცდები მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო. საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინვენტარით არის აღჭურვილი. წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე 29 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას დღეს 230 გამოსაცდელი აბარებს. ხოლო ქვეყნის მასშტაბით, გამოცდაზე სულ 3600-მდე აპლიკანტი გადის. გამოცდების მიმდინარეობას ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გაეცნო განათლების მინისტრის მოადგილე.