გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები

ვაშინგტონში პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტი, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დაკავებული ვირჯინიელი ეუსლი ალენ ბილერია. ის პოლიციამ შემოწმების მიზნით, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან გააჩერა. ბილერმა სამართალდამცველებს „არაავტორიზებული ინაუგურაციის დოკუმენტი“ წარუდგინა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულს ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ ჰქონია.