გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულაციები – შეფასებები

15:17, 17.10.2025

დღეიდან ძალაშია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები. პარლამენტმა ის მესამე მოსმენით, გუშინ დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი წესები კიდევ უფრო მკაცრდება. მანიფესტაციის მონაწილის მიერ უკანონოდ გზის გადაკეტვა, სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით.

ცვლილებას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ოპოზიცია და მას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

მსგავსი