გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულაციები

პარლამენტი დღეს დაამტკიცებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსაც. პროექტი ასევე დაჩქარებული წესით განიხილება. დეპუტატებმა სესიაზე ცვლილებებს მეორე მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი, დღესვე იგეგმება მესამე მოსმენა და კენჭისყრა. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. „ქართული ოცნება“ ასეთ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პარტია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, რასაც 4 ოქტომბრის მოვლენებიც ადასტურებს. მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანასაც აანონსებს და აცხადებს, რომ სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.