გამკაცრებული რეგულაციები რეგიონებში

სამეგრელოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,  გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან  თავი შეიკავონ. რეგიონის მუნიციპალიტეტებთან ე.წ. ბლოკ-პოსტები განთავსდა, წესრიგის დაცვას სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.  თეა აბსარიძე კონტროლის ახალი მექანიზმის შესახებ.