გამცდენი დეპუტატები და გამკაცრებული რეგლამენტი

გამკაცრებული რეგლამენტი და ახალი წესები დეპუტატებისთვის. ორშაბათიდან კანონმდებლებს ახალ რეალობაში მოუწევთ მუშაობა.

სიახლე არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, იზრდება იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომლებიც დეპუტატისთვის ხელფასის დაქვითვის მიზეზი გახდება. ასევე, ოჯახური მდგომარეობა ვეღარ იქნება სხდომების გაცდენისთვის საპატიო მიზეზი, რასაც ამ დრომდე დეპუტატები აქტიურად იყენებდნენ და კვორუმის არარსებობის მიზეზიც ხშირად სწორედ ეს იყო.

ამასთან, სანქციები გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაშიც.