გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა
პოლიტიკური დისკუსიის თემა ხდება მმართველი გუნდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მეტადონისა და ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს, ბენეფიციარებს კერძო დაწესებულებები ვეღარ შესთავაზებენ.
დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით ჩანაცვლების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში და ისიც გამკაცრებული კონტროლის პირობებში იმოქმედებს. გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ ე.წ. ლეგალური ნარკომანიის პრევენციით და პაციენტების საბოლოო განკურნებაზე ზრუნვით ხსნის, თუმცა არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის. ოპონენტები ცვლილებებს წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ინიციატივა შედეგის მომტანი ვერ იქნება. ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას იწონებს საქართველოს პრეზიდენტი. მიხელ ყაველაშვილი ნარკოდანაშაულთან ბრძოლას და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას მმართველი გუნდის ვალდებულებად მიიჩნევს.