„გამარჯვებული საქართველოს“ სახეები

„გამარჯვებული საქართველო“, ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი უკვე მესამე პოლიტიკური ძალაა.

2007 წელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებას, მაშინდელ პრეზიდენტზე სკანდალურ განცხადებებს და ოპოზიციური პარტიის შექმნას, დაკავება, ქვეყნიდან წასვლა და ხანგრძლვი პოლიტიკური დევნილობა მოჰყვა. ოქრუაშვილი საქართველოში მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. თუმცა მოგვიანებით, მმართველი გუნდის კრიტიკა დაიწყო. მეტიც, 2018 წელს ყოფილი თანაგუნდელების გზები ისევ გადაიკვეთა, როცა ოქრუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გამოუცხადა მხარდაჭერა.

გზა მიხეილ სააკაშვილის მოადგილეობიდან, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნამდე – ანა ბროლაძემ გადახედა საარქივო მასალებს. ჩვენს მომდევნო რეპორტაჟში ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური გუნდის სახეებსაც გაგაცნობთ.