„გამარჯვებული საქართველოს“ განცხადება

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო მდგომარეობაზე ისაუბრა.

კემულარია ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგანგებოს უწოდებს. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საეჭვოა, რადგან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმები ხორციელდება, როგორც ბიზნესზე, ისე მედიასაშუალებებზე. ამ კონტექსტში კი „რუსთავი 2-ზე“ ისაუბრა.

ტელეკომპანია „რუსთავის ორთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები არის კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილება. მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია.