გამარჯვებულების დაჯილდოება

12:19, 19.11.2025

აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოეს. საკონკურსო კომისიამ ისინი სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა. ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. იგი სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.

მსგავსი