„გამარჯვების პლატფორმის“ სამოქმედო გეგმა

„გამარჯვების პლატფორმა“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. კამპანიის ფარგლებში ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ქუთაისში ჩავიდნენ. ბაგრატის ტაძართან გამართული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლებსაც, მათივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებენ.