„გამარჯვების პლატფორმის“ სამოქმედო გეგმა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ძველი სახეების დაბრუნებასა და ახალი პლატფორმის სამოქმედო გეგმას აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი გაერთიანებები პოლიტიკური საქმიანობის თანმდევი პროცესია, თუმცა, თავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ აპირებენ. უმრავლესობაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების კვლავ გაერთიანებას სერიოზულად არ აღიქვამენ.