„გამარჯვების პლატფორმა“ - პოლიტიკური შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალ გაერთიანებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ამ ერთობას სკეპტიკურად უყურებს და მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მსგავს პოლიტიკურ ალიანსს კონკურენტად არ მიიჩნევენ.