„გამარჯვების კოალიციის“ შეხვედრა მოსახლეობასთან

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები გორში მოქალაქეებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა ეკონომიკურ პროგრამასა და შიდა ქართლის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ქვეყანაში მძიმე პირობებია, არ არის სამუშაო ადგილები და აუთვისებელია რეგიონის პოტენციალი, რის გამოც, ემიგრაცია მთავარ პრობლემად იქცა. გიორგი ვაშაძე კოალიციის ლიდერებთან ერთად, გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.