გალში IPRM-ის შეხვედრა დასრულდა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს დაუთმეს. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების თემა.

დე ფაქტო ხელისუფლება ადასტურებს, რომ წურწუმია და ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ. რაც შეეხება გობეჩიას, ის გაათავისუფლეს, თუმცა, ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება.