გალში IPRM-ის 55-ე შეხვედრა დასრულდა

გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების რიგით 55-ე შეხვედრა.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და მის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები.

როგორც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პრიორიტეტული იყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სამართლის აღსრულება.

ქართულმა მხარემ მოითხოვა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ასევე, საუბარი იყო გალის რაიონში ქართული სკოლების მოსალოდნელ დახურვასთან დაკავშირებით. ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ სკოლების თემა ფორმატის ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა. ანთაძის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებს აზუსტებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

მორიგი შეხვედრა გალში 18 მაისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი