გალერეა „ვანდა“ „ოქროს პალიტრას“ მასპინძლობს

გალერეა „ვანდა“ ბავშვთა გამოფენა-კონკურსს „ოქროს პალიტრას“ მასპინძლობს.

კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის ბავშვები იღებენ და საკუთარ ნახატებს წარმოადგენენ, გალერეამ 15 წლის წინ დააფუძნა.

კონკურსის მონაწილეები დამწყები მხატვრები არიან როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ექსპოზიცია ერთ კვირას გაგრძელდება, რის შემდეგაც კომპეტენტური ჟიური, შალვა მატუაშვილის თავმჯდომარეობით, სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს გამოავლენს.

დაჯილოდების ცერემონია 31 მარტს საპარლამენტო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართება. კონკურსის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების აღმოჩენა და წახალისებაა.