გალაკტიონ ტაბიძის „ფოტოამბების“ პრეზენტაცია
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი შესრულდა.
იუბილესთან დაკავშირებით გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პოეტის „ფოტოამბების“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც ფოტოისტორიების სახით, კიდევ ერთხელ გააცოცხლა პოეტის გამოწვევებით სავსე ცხოვრება. ფოტოალბომი მუზეუმში დარჩება და დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მისი საშუალებით პოეტის ცხოვრებას გაეცნონ.