გალა-კონცერტის მოლოდინი პირველი რესპუბლიკის მოედანზე

პირდაპირი ჩართვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების მთავარი ლოკაციაა.

გალა-კონცერტის დაწყებამდე ერთი საათი რჩება. სამ ნაწილად დაყოფილ სცენაზე 200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი წარდგება საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარით. როგორც უკვე გითხარით, შესრულდება კლასიკური კომპოზიციები, ასევე ცნობილი საშობაო სიმღერები.

ლიზა წიკლაური და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ელოდებიან კონცერტის დაწყებას.