გახსნილი დანაშაული

12:21, 05.07.2026

განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი