გახსნილი დანაშაული
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა.
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, 30 ნოემბერს, ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით ბრალდებულმა დაჭრა სამი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.