გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტი გახსნილია.
დაკავებულია 1998 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავდაპირველად შეტყობინებებს უგზავნიდა მოზარდს, შემდეგ კი ის სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.