გახსნილი დანაშაული
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.