გახსნილი დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებულმა პირმა, ურთიერთშელაპარაკებისას მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.