გახელაძის საქმე

საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე.

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს მისი ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ის კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შემდეგი ე.წ. სხდომა 25 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში გასული წლის 11 ივნისიდან იმყოფება. რუსმა სამხედროებმა მას გატაცებამდე ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.  მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით.