გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა 

18:12, 23.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმე ეხებოდა ე. წ. ჩორჩანას ეპიზოდს. პროცესზე პროკურატურამ, ყოფილი პრემიერის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, მის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნაზე. პროკურორის თქმით, ერთ-ერთი საფუძველი, რომ ბრალდებული გამოძიებას მიემალება უკვე რეალიზებულია, რადგან გიორგი გახარია, საქართველოში არ იმყოფება. რაც შეეხება, დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი, საქმის პოლიტიკურ მოტივებზე აპელირებს და აცხადებს, რომ საქმეში, გიორგი გახარიას მამხილებელი რეალური მტკიცებულებები არ დევს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გიორგი გახარიას, გამოძიება სისხლის სამართლის მუხლებით ედავება, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი