პარლამენტმა პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. გიორგი გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები დასახელდნენ. გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს, სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს. „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად, საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.