გახარიას თანაპარტიელების უფლებამოსილების ცნობა

18:09, 01.09.2025

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველივე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიამ ცესკო-ს მიმართა, სიაში გარკვეული კორექტირება შეიტანა და ის 12 პირი დაასახელა, ვინც პარლამენტის წევრი უნდა გახდეს. ისინი გიორგი გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან. აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომამდე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნის პროექტს პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ და დასკვნის პროექტი ბიუროს გადასცა გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს. გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყდათ, „ქართულმა ოცნებამ“ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად, საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

მსგავსი