გახარიას თანაგუნდელებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს – შეფასებები
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრების განცხადებით, პარტია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, პარტიის რვა წევრის მიერ პარლამენტისადმი მიმართვა კი, მხოლოდ პროცედურული ხასიათისაა, რისი ვალდებულებაც მათ რეგლამენტის შესაბამისად, ჰქონდათ. გახარიას პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებს, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის ქცევასთან შეუსაბამო საქმიანობა.