გახარიას თანაგუნდელების საპარლამენტო მანდატები – შეფასებები

18:26, 04.09.2025

„გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე საპარლამენტო მანდატების გამოყენებას ამ ეტაპზე გამორიცხავს. ამბობს, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობა ახლა არ მიმდინარეობს. აქვე, შარაშიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა და სამომავლო გეგმები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. შარაშიძე მიიჩნევს, რომ მისი ეს განცხადება, პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიამ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და მისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა. გახარიას ამ პოზიციის მიუხედავად, პარლამენტში შესვლის საკითხზე მათი ამჟამინდელი პარტნიორის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოზიცია უცვლელია.

მსგავსი