გახარიას თანაგუნდელების მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს
გიორგი გახარიას რეზონანსული განცხადების შემდეგ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ყოფილი პრემიერის გუნდის კიდევ ერთი გადაწყვეტილება ხდება. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც პარლამენტში პარტიის უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების რვა ადგილმონაცვლემ შალვა პაპუაშვილს მიმართა და შესაბამისი პროცედურების გავლა მოითხოვა.
იმის მიუხედავად, რომ გახარიას პარტიის წევრები მიღებულ გადაწყვეტილებას ფორმალობად აცხადებენ და საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას კატეგორიულად გამორიცხავენ, ყოფილი პრემიერის გუნდის მიმართ მაინც მძიმე ბრალდებები ისმის. რა საჭიროა ფორმალური პროცედურების გავლა, თუ პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას და ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს. ეს კითხვა მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის რიგებშიც გაჩნდა, სადაც გიორგი გახარიას პარტია მწვავედ გააკრიტიკეს.