გახარიას თანაგუნდელები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ
გიორგი გახარიას პარტიის რვა წევრმა შესაძლოა, პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, გახარიას პარტიის მანდატ-შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებს, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის ქცევასთან შეუსაბამო საქმიანობა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ გახარიას პარტიაში. მათი განცხადებით, პოლიტიკურ ბოიკოტში რჩებიან, პარლამენტისთვის მიმართვა კი, მხოლოდ პროცედურული საკითხია.