თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სხდომები ნაწილობრივ დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო მიიღო, რასაც გრიფით საიდუმლო ადევს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე გახარიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება, რის შემდეგაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალად ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.