გახარიას სასამართლო პროცესი

18:17, 25.09.2026

გიორგი გახარიას ბრალდების საქმე. ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე სასამართლო პროცესები გრძელდება.

დღეს პროკურატურამ სამი მოწმე დაკითხა. მათ შორის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარაშვილი. ირაკლი ანთაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ვატო შაქარაშვილმა კი განმარტა, რომ ის იმ განცხადების თანაავტორია, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე ძიება დაიწყო. მისივე თქმით, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ. ვატო შაქარაშვილს გიორგი გახარიას ადვოკატმა ცრუ დამსმენი უწოდა. ბერდია სიჭინავას თქმით, შაქარაშვილის ჩვენება არ არის საქმესთან შემხებლობაში.

გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი