გახარიას სასამართლო პროცესი

18:31, 02.11.2026

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, გიორგი გახარია ბრალდების ეპიზოდზე დღეს მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა.
პროცესის დასრულების შემდეგ, თავად მაია ცქიტიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა გახარიას უფლებადამცველმა, განაცხადა, რომ მოწმემ ჩვენებით პროკურატურის პოზიციის უსაფუძვლობა დაადასტურა, რომ გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. დღესვე დაცვის მხარემ, გიორგი გახარიას დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც სამიდან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი