გახარიას პარტიის ინიციატივა და შეფასებები

მოახერხებენ თუ ვერა სამი თვითმმართველი ქალაქისა და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეთანხმებას თავმჯდომარეობის კანდიდატებზე.

ეს არის მთავარი კითხვა მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე საუკეთესო შედეგი და 100 მანდატი მიიღო. სწორედ ყოფილი პრემიერის პარტიის წევრების ხმებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შვიდ საკრებულოში თანამდებობის პირების არჩევისა და ბიუჯეტის დამტკიცების დროს. ე.წ. ოქროს მანდატების მფლობელმა გიორგი გახარიამ საკუთარი შეთავაზება დღეს გააჟღერა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი იმ საკრებულოებში, სადაც გადაწყვეტილების მიღება მის ხმებზეა დამოკიდებული, საკრებულოების თავმჯდომარეების პოსტებს ითხოვს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილეების პოზიციებს სთავაზობს.

ვინ მიიღებს ყოფილი პრემიერის შეთავაზებას. თუ პოზიციების შეჯერება ვერც ერთ პარტიასთან ვერ მოხდება, შვიდ თვითმმართველ ქალაქში კრიზისი გარდაუვალია.

 

დატოვე კომენტარი