გახარიას განცხადება – შეფასებები
საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას განცხადება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმსჯელებს. გახარიამ ასევე დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო და უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს.