„გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია

პრეზენტაცია ჰქონდა გიორგი გახარიას პარტიასაც. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის სათავო ოფისში კასპის, დუშეთის, მცხეთის, თელავის და რუსთავის მერობის კანდიდატებისა და 15 მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობის დროს ყურადღება წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და არჩევნების დღეს ამომრჩევლის ხმების დაცვაზე გამახვილდა. პარტიის წევრების თქმით, მიუხედავად მძიმე წინასაარჩევნო პოლიტიკური ფონისა, მათ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები 64-ივე მუნიციპალიტეტში წარადგინეს.