„გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთის მერობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ ერთობლივი კანდიდატი წარადგინეს, ის 27 წლის ალექსანდრე მენაბდეა. შეხვედრა გაიმართა პარტიების წევრებთან. ითქვა, რომ ის ევროპიდან ერთი წლის წინ დაბრუნდა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გახდა. მენაბდის თქმით, მთავარი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა იქნება.