„გახარია საქართველოსთვის“ რეგიონულ ტურნეს იწყებს, დღეს პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა გაუძღვა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონებიდან პარტიის წევრები, საკრებულოების დეპუტატები და პარტიული აქტივი დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საბჭოს წევრები და პარლამენტის დეპუტატები. შეხვედრაზე პარტიის საქმიანობის სამომავლო გეგმები განიხილეს.