„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შედის - შეფასებები

პარტია „გახარია საქართველოსათვის“ პარლამენტში შედის. გიორგი გახარიას პარტიის მიერ მიღებული მანდატების გამოყენებას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური პარტიები. „ქართულ ოცნებაში“ კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იწონებენ, თუმცა, გახარიას პარტიის მხრიდან წარსულში მანდატების გამოუყენებლობას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „გახარია საქართველოსათვის“ 12 მანდატი მოიპოვა, თუმცა, ბოიკოტის გამო, აღნიშნული მანდატები მათ ამ დრომდე არ გამოუყენებიათ. პარლამენტის შემდეგ, გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასაც გეგმავს.