„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შედის
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო საქმიანობას, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირიდან დაიწყებს. მანამდე კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ პარტია დატოვა და საპარლამენტო მანდატზეც უარი განაცხადა. რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის, „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა. პარტიაში აღნიშნეს, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება, არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. პარლამენტში შესვლაზე და რუსუდან თევზაძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“.