„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა. 2024 წლის არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიას პარტია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა. მათ სხვა სამი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით, საპარლამენტო სიები არ ჩაუხსნიათ, შესაბამისად, დაიტოვეს სამართლებრივი უფლება პარლამენტში თავიანთი მანდატების გამოყენებისა, რაც დღეს აღასრულეს.

უფრო მეტ დეტალს, გახარიას პარტიის პირველ საპარლამენტო დღეზე, ჩვენი ჟურნალისტი მანანა დევაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.